პროექტის განხორციელების ეტაპები
ჩვენი მომსახურების მისაღებად, საჭიროა მოგვწეროთ მეილზე, დეტალური აღწერა იმის, თუ რა გნებავთ დაგიმზადოთ და თქვენი საკონტაქტო ნომერი.
პროექტი გადაეწერება შესაბამის პროექტმენეჯერს, რომელიც უახლოესი ერთი საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ფასს ან დააზუსტებს დეტალებს ფასის დასადგენად.
პირობებზე შეთანხმების შემდგომ ხდება სამუშაო ფაილების მომზადება და ინვოისის გაგზავნა. აუცილებელია ბეჭდვაზე გაშვებამდე ნახოთ საბოლოო ფაილი შეცდომების გამოსარიცხად.
◎ დიზაინი პირველ რიგში უნდა გქონდეთ სამუშაო ფალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ბეჭდვა. ასეთის არქონის შემთხვევაში, ჩვენი დიზაინერები დაგეხმარებიან, შექმნათ სასურველი დიზაინი.
◎ ბეჭდვა ბეჭდვის ორი სახეობა არსებობს, ციფრული და ოფსეტური. 500 ერთეულამდე მასალა იბეჭდება ციფრულად და ერთეულის ფასი ოდნავ მაღალია. 500 + ერთეულის შემთხვევაში ოფსეტურ ბეჭდვაზე მიდის თქვენი შეკვეთა, ერთეულის ფასი არის ციფრულზე ცოტა დაბალი. გასათვალისწინებელია, რომ ოფსეტური ბეჭდვისას თქვენ მიერ არჩეული ფერი, შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს დაბეჭდილისგან. ციფრული ბეჭდვა უფრო სწრაფია, დაახლოებით 1 - 2 დღე სჭირდება, ოფსეტს 7 - 10 დღე.
◎ მიწოდება როდესაც შეკვეთა მზად არის, კლიენტს დაუკავშირდება პროექტმენეჯერი და დაიბარებს შეკვეთის წასაღებად. თუ კლიენტს სჭირდება შეკვეთის ადგილზე კურიერის მომსახურება, ფასები იწყება 20 ლარიდან და იზრდება უბნების მიხედვით.
სერვისების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ
ყველანაირი პოლიგრაფიული მასალა, თქვენი კომპანიისთვის: ბანერი, პოსტერი, ბუკლეტი, ტრიპლეტი, ფლაერი და მრავალი სხვა...
ყველანაირი პოლიგრაფიული მასალა, თქვენი კომპანიისთვის: ბანერი, პოსტერი, ბუკლეტი, ტრიპლეტი, ფლაერი და მრავალი სხვა...
თქვენი პოტენციური მომხმარებელი გეძებთ საძიებო სისტემებში. ეს არის პლათფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შექმნათ რეკლამა და ზუსტად იცოდეთ...
მნიშვნელოვანია დიზაინი პერიოდულად განაახლოთ, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული...
თქვენი საქმიანობისთვის აუცილებელი სარეკლამო კონსტრუქციებიც მზადდება ჩვენთან. ისეთები, როგორებიცაა: პრესბანერი...